ოთარ შამუგია - დღეისათვის ქვეყანაში სოფლის მეურნეობის 15-მდე მხარდამჭერი პროგრამა ხორციელდება, რაც ეტაპობრივად გვაძლევს მნიშვნელოვან შედეგებს

დღეისათვის ქვეყანაში 15-მდე მხარდამჭერი პროგრამა ხორციელდება, რაც ეტაპობრივად გვაძლევს მნიშვნელოვან შედეგებს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ პარლამენტში სამინისტროს მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობის და მიღწეული შედეგების შესახებ ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკა მიმართულია ყველა ჩართული სუბიექტის - ფერმერების, მეწარმეების, დარგობრივი ასოციაციების მხარდაჭერისკენ;

„სწორედ ისინი არიან დარგის განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალა. სახელმწიფო მხარდაჭერა ითვალისწინებს წვდომას იაფ ფულად სახსრებზე, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის და თანამედროვე ტექნიკის შეძენის ხელშეწყობას, გადაიარაღებას, წვდომას თანამედროვე ცოდნაზე, რათა ფერმერებმა და მეწარმეებმა აწარმოონ მეტი ხარისხიანი ქართული პროდუქცია, გახდნენ უფრო მეტად კონკურენტუნარიანი, რაც უზრუნველყოფს მეტ შემოსავალს აგროწარმოებაში ჩართული თითოეული მოქალაქისთვის, მათი ოჯახებისთვის და, საბოლოდ, ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებაზე ისახება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ყველა ის პროგრამა, რომელიც წლებია ხორციელდება. დღეისათვის ქვეყანაში 15-მდე მხარდამჭერი პროგრამაა, რაც ეტაპობრივად მნიშვნელოვან შედეგებს იძლევა“,- განაცხადა შამუგიამ.

ოთარ შამუგიას განცხადებით, მოთხოვნიდან და არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, ყოველწლიურად იხვეწება მიმდინარე და იქმნება ახალი პროგრამები დარგთან, ასოციაციებთან, სამეცნიერო წრეებთან, ფერმერებთან აქტიური კომუნიკაციით.

ამასთან, შამუგიას თქმით, აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვებამ რეკორდული, 16.6 მილიარდი ლარი შეადგინა, სოფლად უმუშევრობის დონის მაჩვენებელი 13.5%-მდეა შემცირებული.

„სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების ფარგლებში, სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 7,5 მილიარდ ლარს გადააჭარბა, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება თითქმის 2,0 მილიარდი ლარია. სწორედ ამ პროგრამებმა მისცა საშუალება და სტიმული ფერმერებს და ბიზნესსექტორს განეხორციელებინათ ამ მასშტაბის ინვესტიციები სოფლის მეურნეობაში. მხარდამჭერი პროგრამების განხორციელების შედეგია ის, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ყოველწლიურად აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვება საშუალოდ 10%-ით იზრდება და 2023 წლის მონაცემებით, რეკორდული 16.6 მილიარდი ლარი შეადგინა, მოცემულ პერიოდში, სოფლად უმუშევრობის დონე შემცირდა 7.8 პროცენტული პუნქტით და უმუშევრობის დონის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი - 14.6% შეადგინა. 2024 წლის I კვარტლის მონაცემებით ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუმჯობესებულია და 13.5%-მდეა შემცირებული. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მხოლოდ ჩვენ მიერ მხარდაჭერილ საწარმოებსა და ბაღებში 2023 წლის მდგომარეობით, როგორც მუდმივად ასევე სეზონურად, 100,000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული“, - განაცხადა მინისტრმა.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

ოთარ შამუგია - დღეისათვის ქვეყანაში სოფლის მეურნეობის 15-მდე მხარდამჭერი პროგრამა ხორციელდება, რაც ეტაპობრივად გვაძლევს მნიშვნელოვან შედეგებს

დღეისათვის ქვეყანაში 15-მდე მხარდამჭერი პროგრამა ხორციელდება, რაც ეტაპობრივად გვაძლევს მნიშვნელოვან შედეგებს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ პარლამენტში სამინისტროს მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობის და მიღწეული შედეგების შესახებ ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკა მიმართულია ყველა ჩართული სუბიექტის - ფერმერების, მეწარმეების, დარგობრივი ასოციაციების მხარდაჭერისკენ;

„სწორედ ისინი არიან დარგის განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალა. სახელმწიფო მხარდაჭერა ითვალისწინებს წვდომას იაფ ფულად სახსრებზე, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის და თანამედროვე ტექნიკის შეძენის ხელშეწყობას, გადაიარაღებას, წვდომას თანამედროვე ცოდნაზე, რათა ფერმერებმა და მეწარმეებმა აწარმოონ მეტი ხარისხიანი ქართული პროდუქცია, გახდნენ უფრო მეტად კონკურენტუნარიანი, რაც უზრუნველყოფს მეტ შემოსავალს აგროწარმოებაში ჩართული თითოეული მოქალაქისთვის, მათი ოჯახებისთვის და, საბოლოდ, ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებაზე ისახება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ყველა ის პროგრამა, რომელიც წლებია ხორციელდება. დღეისათვის ქვეყანაში 15-მდე მხარდამჭერი პროგრამაა, რაც ეტაპობრივად მნიშვნელოვან შედეგებს იძლევა“,- განაცხადა შამუგიამ.

ოთარ შამუგიას განცხადებით, მოთხოვნიდან და არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, ყოველწლიურად იხვეწება მიმდინარე და იქმნება ახალი პროგრამები დარგთან, ასოციაციებთან, სამეცნიერო წრეებთან, ფერმერებთან აქტიური კომუნიკაციით.

ამასთან, შამუგიას თქმით, აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვებამ რეკორდული, 16.6 მილიარდი ლარი შეადგინა, სოფლად უმუშევრობის დონის მაჩვენებელი 13.5%-მდეა შემცირებული.

„სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების ფარგლებში, სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 7,5 მილიარდ ლარს გადააჭარბა, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება თითქმის 2,0 მილიარდი ლარია. სწორედ ამ პროგრამებმა მისცა საშუალება და სტიმული ფერმერებს და ბიზნესსექტორს განეხორციელებინათ ამ მასშტაბის ინვესტიციები სოფლის მეურნეობაში. მხარდამჭერი პროგრამების განხორციელების შედეგია ის, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ყოველწლიურად აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვება საშუალოდ 10%-ით იზრდება და 2023 წლის მონაცემებით, რეკორდული 16.6 მილიარდი ლარი შეადგინა, მოცემულ პერიოდში, სოფლად უმუშევრობის დონე შემცირდა 7.8 პროცენტული პუნქტით და უმუშევრობის დონის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი - 14.6% შეადგინა. 2024 წლის I კვარტლის მონაცემებით ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუმჯობესებულია და 13.5%-მდეა შემცირებული. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მხოლოდ ჩვენ მიერ მხარდაჭერილ საწარმოებსა და ბაღებში 2023 წლის მდგომარეობით, როგორც მუდმივად ასევე სეზონურად, 100,000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული“, - განაცხადა მინისტრმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა