ბელარუსმა და უნგრეთმა ბირთვული ენერგიის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ მემორანდუმი გააფორმეს

ბელარუსმა და უნგრეთმა ბირთვული ენერგიის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ მემორანდუმი გააფორმეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.

დღეს მინსკში, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო ბელარუს კოლეგას, სერგეი ალეინიკს შეხვდა.

„ბირთვული ენერგიის სფეროში თანამშრომლობის შესახებ დღეს ხელმოწერილი შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც საშუალებას გვაძლევს მსგავსი ტექნოლოგიის საშუალებით რეაქტორების მშენებლობისას ბელარუსის მიერ მიღებული გამოცდილება გამოვიყენოთ“, - განაცხადა პიტერ სიიარტომ.

ასევე, სიიარტომ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი სახელმწიფოები უკრაინაში ჯარების შესაძლო გაგზავნის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა.

„აღშფოთებული ვარ განცხადებებით იმის შესახებ, რომ ევროკავშირისა და ნატო-ს ქვეყნები უკრაინაში ჯარისკაცებს აგზავნიან“, - აღნიშნა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება