პაატა კვიჟინაძე - ანაკლიის პორტს არ აქვს არავითარი აზრი ჩინური ტვირთის გარეშე, ჩვენ თუ გვინდა 100 მილიონიანი პორტი, მაშინ უნდა წამოვიდეს ჩინური ტვირთი, რადგან ჩინეთი ევროპასთან ვაჭრობს 780 მილიარდს

რაც შეეხება ანაკლიის პორტს, სამწუხაროდ, ამერიკული და ევროპული კომპანიები არ შემოვიდნენ, არც არასდროს ყოფილან და სწორადაც შვრებოდნენ ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, იმიტომ, რომ ანაკლიის პორტს არ აქვს არავითარი აზრი ჩინური ტვირთის გარეშე. ფოთს და ბათუმს თუ რეკონსტრუქცია გაუკეთდება, ცოტა გავაძლიერებთ, ეს სრულიად საკმარისია იმ ტვირთისათვის, რაც ახლა არის, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, ჩინეთი ევროპასთან ვაჭრობს 780 მილიარდს, ისინი შუა აზიის ყველაზე დიდი ინვესტორები და შესაბამისად, დიდი გავლენის მქონე არიან, ამიტომ ჩინეთიდან შემოსული ტვირთი არის ანაკლიის პორტისთვის სტაბილურობის გარანტი, რისი პრობლემაც ადრე არსებობდა.

"ჩვენ თუ გვინდა 100 მილიონიანი პორტი, რაზეც ვსაუბრობთ და ყველა ჩვენგანს გვინდა, მაშინ აქ უნდა წამოვიდეს ჩინური ტვირთი, რატომ? იმიტომ, რომ ჩინეთი ევროპასთან ვაჭრობს 780 მილიარდს, აქედან 5 პროცენტიც კი რომ წამოვიდეს, უფრო ნაკლები მეტს ჩვენ ვერც გავატარებთ. იცით, რომ ეს მარტო ჩვენი თემა არ არის, ჩინეთიდან წამოსულმა ტვირთმა უნდა გამოიაროს ყაზახეთი, პორტი აქტაუ, შემდეგ აზერბაიჯანში შემოდის, შეიძლება სხვა რესპუბლიკებიდანაც, შუა აზიიდან წამოვიდეს, ბევრი ქვეყანა უნდა გამოიაროს, ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩინეთი იმ კუთხით, რომ ისინი პრაქტიკულად, შუა აზიის ყველაზე დიდი ინვესტორები არიან და ამ რეგიონში ყველაზე დიდი გავლენის მქონენი. ამიტომ, ეს არის სტაბილურობა და ეს არის გარანტირებული ტვირთი, რომლის პრობლემაც იყო. თუმცა, მე ადრეც ვთქვი, ვისურვებდი, რომ ნაწილი ყოფილიყო ჩინური, ნაწილი ევროპული და ნაწილი ამერიკული - ეს იქნებოდა იდეალური, მაგრამ ჩინურის გარეშე, მაგ პორტის აშენებას აზრი არ აქვს, ამიტომ არ დებენ ფულს ჩვენი მეგობრები", - აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს