Washington Post - დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში მოსკოვს დაბომბავდა თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა და პეკინს - თუ ჩინეთი ტაივანში შეიჭრებოდა

ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში მოსკოვს დავბომბავდი თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, და პეკინს - თუ ჩინეთი ტაივანში შეიჭრებოდა. ამის შესახებ გამოცემა Washington Post-ის ინფორმაციით, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მისი საარჩევნო კამპანიის დონორებთან ერთ-ერთ შეხვედრაზე განაცხადა.

გამოცემის ცნობით, აღნიშნულმა განცხადებამ ღონისძიების დამსწრეების დიდი რაოდენობა გააკვირვა.

Washington Post-ის აღნიშნავს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ტრამპი იშვიათად ახსენებს უკრაინას.

გასულ წელს აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ომს ერთ დღეზე ნაკლებ დროში “მოაგვარებდა.” ხოლო მიმდინარე წლის აპრილში მან განაცხადა:

“როგორც ყველა თანხმდება, უკრაინის გადარჩენა და სიძლიერე ევროპისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ვიდრე ჩვენთვის, მაგრამ ეს ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია! დაჩქარდი, ევროპავ!”

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება