ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - გაერო-ს წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად უკრაინას თავდაცვის უფლება აქვს, ეს აგრესორის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტებზე დარტყმებს გულისხმობს

გაერო-ს წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად უკრაინას თავდაცვის უფლება აქვს, ეს აგრესორის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტებზე დარტყმებს გულისხმობს, - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა განაცხადა.

„ფინეთს უკრაინისთვის გადაცემულ მატერიალურ დახმარებაზე რაიმე სახის კონკრეტული შეზღუდვა არ დაუწესებია, მაგრამ ვარაუდობს, რომ დახმარება საერთაშორისო სამართლის შესაბამისად იქნება გამოყენებული“, - განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ელინა ვალტონენმა აღნიშნა, რომ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე იარაღის გამოყენების უფლება გაერო-ს წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად აქვს.

„რუსეთი უკრაინაში უკანონო დაპყრობით ომს აწარმოებს და გაერო-ს წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად უკრაინას თავდაცვის უფლება აქვს. ეს აგრესორის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტებზე დარტყმებს გულისხმობს, რაც თავდაცვისთვის აუცილებელია“, - აღნიშნა ელინა ვალტონენმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება