საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „შუმანის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ფორუმში“ მონაწილეობა მიიღო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით ბელგიის სამეფოში იმყოფება. ირაკლი ჩიქოვანი ბრიუსელში, „შუმანის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ფორუმს“ დაესწრო. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პლენარული სხდომისა და მრგვალი მაგიდის ფორმატებში, საერთაშორისო პარტნიორებმა უსაფრთხოების საერთო გამოწვევები და მათზე რეაგირების გზები განიხილეს.

უწყების ცნობით, საერთაშორისო ღონისძიება ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის ინიციატივით მეორედ ჩატარდა.

„ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს პოლიტიკოსებმა, გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა, ევროკავშირის წევრი და 60-ზე მეტი პარტნიორი ქვეყნის სამხედრო მაღალჩინოსნებმა, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების, წამყვანი ანალიტიკური ცენტრებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებმა.

ფორუმის მიზანია, მონაწილეებმა განიხილონ საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხები, რათა ეფექტიანად გაუმკლავდნენ არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებს, განამტკიცონ მსოფლიო მშვიდობა და ხელი შეუწყონ საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგის დაცვას“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება