გიგი წერეთელი ანაკლიის პორტზე - საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთ გეოპოლიტიკურ ნაბიჯს დგამს - უარს ეუბნება დასავლეთს და გზას უხსნის ჩინეთს

საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთ გეოპოლიტიკურ ნაბიჯს დგამს - უარს ეუბნება დასავლეთს და გზას უხსნის ჩინეთს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ანაკლიის პორტის ინვესტორი ჩინური კონსორციუმი იქნება.

გიგი წერეთელი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს და ადასტურებს, რომ თავის დროზე იყო მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება და პირადი ინტერესებით ნაკარნახევი.

წერეთელი აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება გეოპოლიტიკურიც არის - „დასავლურ მხარეს, ამერიკულ კონსორციუმს უარი ეთქვა, ის ჩამოაშორეს ანაკლიის პროექტს და დღეს, ამდენი დავის, მსჯელობის, დაპირებების შემდეგ გამოცხადდა“, რომ ჩინური კომპანია არის გამარჯვებული.

"არავინაა ჩინეთთან ჯანსაღი ეკონომიკური თანამშრომლობის მოწინააღმდეგე, მაგრამ ჩინეთის ეკონომიკური ექსპანსიის წინააღმდეგია დასავლეთი და დღეს ერთ-ერთ საფრთხედ არის გამოცხადებული. ასეთ ვითარებაში, საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთ, ამგვარ გეოპოლიტიკურ ნაბიჯს დგამს, უარს ეუბნება დასავლეთს და გზას უხსნის ჩინეთს", - აცხადებს გიგი წერეთელი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება