სვეტლანა ტიხანოვსკაია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე - ეს შეიძლება იყოს პირველი ნაბიჯები იმისკენ, რაც მოხდა ბელარუსში - ჩვენი ერების მომავალი ევროპაშია და არა რუსეთთან

მე და ბელარუსი ხალხი თქვენ გვერდით ვართ, - ასე მიმართა ბელარუსმა ოპოზიციონერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ საქართველოს მოქალაქეებს და მოუწოდა ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლა არ შეწყვიტონ.

როგორც ტიხანოვსკაიამ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში აღნიშნა, როგორც საქართველო, ასევე - ბელარუსი ევროპულ მომავალს იმსახურებს.

„რა თქმა უნდა, საქართველოც და ბელარუსიც იმსახურებს, რომ იყვნენ დამოუკიდებელი, ევროპელი ერები. ჩვენი ერების მომავალი ევროპაშია და არა - რუსეთთან. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჩვენი ქვეყნები, ორი ერი - ბელარუსი და ქართველი ხალხი - ცხოვრობდა იმპერიის ჩრდილში, რუსეთის იმპერიის ჩრდილში და ეს საკმარისია. ორივე ერი იმსახურებს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, ევროპულ მომავალს“, - აცხადებს ის.

ტიხანოვსკაია განმარტავს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექი შეიძლება იყოს პირველი ნაბიჯები იმისკენ, რაც მოხდა ბელარუსში.

“ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება იყოს პირველი ნაბიჯები იმისკენ, რაც მოხდა ბელარუსში, სადაც დღეს ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია ლიკვიდირებულია, განადგურებულია თავისუფალი მედია, პოლიტიკური სივრცე ცარიელია... იმედი მაქვს, რომ ამაყი და თავისუფლებისმოყვარე ქართველი ერი ერთად იპოვის გამოსავალს ევროპული მომავლისთვის”, - აცხადებს ტიხანოვსკაია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს