კაია კალასი - მარგუს ცაჰკნას პროტესტზე დასწრება ჩემთან არ განუხილავს, სტილი თითოეულ პიროვნებაზეა დამოკიდებული, მაგრამ ფაქტი, რომ მინისტრები საქართველოში ჩავიდნენ ხალხისთვის სოლიდარობის გამოსახატად, სწორი იყო

საგარეო საქმეთა მინისტრს, მარგუს ცაჰკნას საქართველოში პროტესტში მონაწილეობა ჩვენთან არ განუხილავს, მაგრამ ქმედების შეფასებაში არ შევალ, სტილი თითოეულ პიროვნებაზეა დამოკიდებული. ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა ოპოზიციონერი დეპუტატის კითხვაზე პასუხად განაცხადა.

ესტონეთის პრემიერის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების საქართველოში ჩასვლა სწორი იყო, რათა ხალხის მიმართ სოლიდარობა გამოეხატათ.

“განუხილავს [ჩვენთან] საგარეო საქმეთა მინისტრს პროტესტზე დასწრება? არა, არ განუხილავს…

ქმედების შეფასებაში არ შევალ. რა თქმა უნდა, სტილი თითოეულ პიროვნებაზეა დამოკიდებული, მაგრამ ის ფაქტი, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები, ამ შემთხვევაში ბალტიის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები, საქართველოში ჩავიდნენ ქართველი ხალხისთვის სოლიდარობის გამოსახატად - ვფიქრობ, ამის გაკეთება სწორი რამ იყო, რათა ნამდვილად ეჩვენებინათ, რომ ევროპა ქართველი ხალხის არჩევანის მხარეს არის“, - აცხადებს კალასი.

ამასთან, ესტონეთის პრემიერის თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, მისი ნაბიჯები მხოლოდ საქართველოს შიდა საკითხი არ არის, სასწორზე ევროკავშირის ავტორიტეტია.

“ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მომენტიდან ნათელია, რომ ის ნაბიჯები, რომლებსაც ამ რეფორმებთან დაკავშირებით დგამენ, რომლებითაც არასწორი მიმართულებით მიდიან, საქართველოს შიდა საკითხი აღარ არის, რეალურად მთლიანად ევროკავშირის ავტორიტეტია აქ სასწორზე”, - განაცხადა კალასმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება