დავიდ ტრეზეგე საქართველოში იმყოფება

ტურინის "იუვენტუსის" ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი, 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონი და 2006 წლის ვერცხლის მედალოსანი, დავიდ ტრეზეგე საქართველოში იმყოფება.

ქვეყანაში ის "წალენჯიხის იუვენტუსის აკადემიის" მოწვევით იმყოფება და ვიზიტის ფარგლებში, საფეხბურთო აკადემიის გახსნაში მიიღებს მონაწილეობას.

"სამეგრელოს მონახულების შემდეგ, ფრანგი ფეხბურთელი "იუვენტუსის" ფანკლუბის წევრებს და ფეხბურთის გულშემატკივრებს შეხვდება.

დავიდ ტრეზეგე ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია, რომელმაც საფრანგეთის ნაკრებთან ერთად 1998 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ამასთან, დავიდ ტრეზეგემ გადამწყვეტი როლი ითამაშა საფრანგეთის მიერ 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის მოგებაში, რადგან იტალიის წინააღმდეგ გამართულ ფინალში ე.წ. "ოქროს გოლი" სწორედ მან გაიტანა. სპორტული კარიერის განმავლობაში, ტრეზეგემ რამდენიმე კლუბი გამოიცვალა და ჯამში, 448 მატჩი ჩაატარა და 229 გოლი გაიტანა. ყველაზე დიდი დრო, კერძოდ ათი წელი, ტრეზეგემ ტურინის "იუვენტუსში" დაჰყო, სადაც 2000-2010 წლებში თამაშობდა" - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც "წალენჯიხის იუვენტუსის აკადემია" ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს