განათლების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტები აშშ-ში გამართულ გამოფენაში მონაწილეობენ

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს 19 სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს, რომელიც ნიუ ორლეანში განათლების საერთაშორისო ასოციაციის (NAFSA) ორგანიზებით იმართება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

„გამოფენის ფარგლებში, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, შეხვედრებს მართავენ სხვადასხვა უცხოური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, სადაც თანამშრომლობის გაღრმავების, ერთობლივი პროგრამების შემუშავებისა და სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობის საკითხებს განიხილავენ.

NAFSA უმაღლესი განათლების სფეროში არსებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული საერთაშორისო გამოფენაა, რომელშიც 100-ზე მეტი ქვეყანა და 200-მდე ორგანიზაცია იღებს მონაწილეობს.

აღსანიშნავია, რომ უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის ფარგლებში სახელმწიფო არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რომელიც ხელს უწყობს უნივერსიტეტებს ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასა და საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვების მიმართულებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს