Politico - ოლაფ შოლცი უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური იარაღის გამოყენებას მხარს უჭერს

ოლაფ შოლცი უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური იარაღის გამოყენებას მხარს უჭერს, - ამის შესახებ ინფორმაციას Politico გერმანიის მთავრობის პოზიციასთან გაცნობილ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

Politico-ს წყარომ ანონიმურობის პირობის დაცვით განუცხადა, რომ გერმანიის მთავრობა რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ უკრაინის მიერ იარაღის გამოყენების შესახებ დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით პოზიციას ცვლის, თუმცა ზუსტი დეტალები არ დაუსახელებია.

ამასთან, გერმანიის ფედერალური მთავრობის პრესსპიკერმა, შტეფენ ჰებეშტრეიტმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ „უკრაინის თავდაცვითი მოქმედებები მხოლოდ მისი ტერიტორიით არ შემოიფარგლება და შესაძლოა აგრესორის ტერიტორიაზე გაფართოვდეს“ და ხაზი გაუსვა იმას, რომ გერმანული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით ბერლინსა და კიევს შორის არსებული შეთანხმებები კონფიდენციალურია.

ცნობისთვის, სამშაბათს, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გერმანიის კანცლერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტებზე დარტყმების განხორციელების უფლება აქვს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება