1-ელი ივლისიდან, მთავრობის დადგენილების საფუძველზე, აფლატოქსინით დაბინძურებული ცხოველის საკვების გამოყენება იკრძალება

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის №59 დადგენილება - „ტექნიკური რეგლამენტი – ცხოველთა საკვებში არასასურველი ნივთიერებების შემცველობის დამტკიცების შესახებ“ ავალდებულებს ყველა ფერმერს, დაიცვას ცხოველის საკვების შენახვისა და ტრანსპორტირების პირობები, რათა არ მოხდეს საკვების აფლატოქსინით დაბინძურება.

მათივე ინფორმაციით, აფლატოქსინი ობის სოკოებისაგან წარმოიქმნება. დაბინძურებული საკვების მიღებით, აფლატოქსინი ხვდება ცხოველის ორგანიზმში და გადადის რძეში, გარდაიქმნება ტოქსინად და საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

„ახალი რეგულაციის შესახებ ფერმერთა ინფორმირების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა შეხვედრები უკვე გამართეს კახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის, გურიის რეგიონებსა და აჭარაში დარგობრივ ასოციაციებთან, რომლებიც ათასობით ფერმერს აერთიანებს. საინფორმაციო შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, აფლატოქსინი გამოვლინდა რძის 9 ნიმუშში, 2023 წელს კი 14 ნიმუშში; აღნიშნულიდან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა შესაბამისი რეგულაციის დაჩქარებულად მომზადებისა და ამოქმედების აუცილებლობა.

საქართველოს მთავრობამ 2024 წლის 29 თებერვალს მიიღო დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტი - ცხოველთა საკვებში არასასურველი ნივთიერებების შემცველობის დამტკიცების შესახებ, რომელიც მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი