150 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი დაიწყო

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი დაიწყო.

როგორც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სამი დღის განმავლობაში ფინალისტი სტარტაპერები საკუთარი პროექტების პრეზენტაციას საინვესტიციო კომიტეტის წინაშე წარადგენენ.

„ჟიური მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ არის დაკომპლექტებული:

მარვინ ლიაო - ინვესტორი, მენტორი და მრჩეველი. Gamegroove Capital-ის პარტნიორი.

ზაზა ფაჩულია - ანტერპრენერი, ინვესტორი, ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის დამფუძნებელი, Liaison for business and basketball at Golden State Warriors (NBA), Marshall Goldsmith 100 Coaches-ის წევრი, CROSTY-ს პარტნიორი და მრჩეველი, კომპანია არქის პარტნიორი.

აიუშ პუმბრა - ანტერპრენერი, აქვს ოცწლიანი გამოცდილება პროდუქტის შექმნასა და პრობლემის გადაწყვეტაში. Nectar-ის CEO და თანადაფუძნებელი. Chegg.com-ის თანადამფუძნებელი და სენიორ ვიცეპრეზიდენტი. განხორციელებული აქვს ინვესტიციები ასზე მეტ სტარტაპში.

ბილ რაიჰართი - 20 წელზე მეტი გამოცდილების ინვესტორი, მეწარმე, ვენჩურული კაპიტალისტი, მენტორი, სპიკერი, მრჩეველი და ლექტორი.

ჰილა ოვილ-ბრენერი - Arieli Capital-ის პარტნიორი, Techstars Tel Aviv Accelerator-ის ყოფილი მმართველი დირექტორი და Think Future Technologies-ის საბჭოს წევრი. გამოცდილი ინვესტორი, მეწარმე და სტარტაპ მენტორი.

გამარჯვებულები 2024 წლის 1-ელ ივნისს გამოვლინდებიან - სტარტაპები, რომელთაც ექნებათ შესაძლებლობა, გახადონ თავიანთი კომპანია უფრო წარმატებული და შეძლონ პროდუქტის გლობალურ ბაზარზე გატანა.

საგრანტო პროგრამის ფინალისტებს შორის ორგანიზაცია “ქეა კავკასია“ გამოავლენს რჩეულ სტარტაპებს, რომელთაც გადასცემს ფულად ჯილდოს და შესთავაზებს ისეთ არაფინანსურ სარგებელს, როგორიცაა ბიზნეს კონსულტაციები და მენტორთან სესიები.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2024 წლის 14 თებერვალს მეთორმეტედ გამოაცხადა. თანადაფინანსების გრანტების პროგრამის თერთმეტი რაუნდის ფარგლებში ჯამურად 215 სტარტაპი დაფინანსდა.

პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა