ენტონი ბლინკენი რუსეთზე აშშ-ის იარაღით თავდასხმების აკრძალვაზე - მოვახდენთ ჩვენი პოზიციის საჭიროებისამებრ ადაპტირებას და კორექტირებას

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მიანიშნა, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ, შესაძლოა, უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღის გამოყენების ნებართვა მისცეს.

მედიის ინფორმაციით, ბლინკენმა გაიმეორა ვაშინგტონის პოზიცია, რომ არ ახალისებენ და ქმნიან შესაძლებლობას ასეთი დარტყმებისთვის, მაგრამ კიევმა თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ დაიცვას თავი და რომ აშშ-ის მთავრობა „ომის განვითარებასთან ერთად, საჭიროებისამებრ მოახდენს თავისი პოზიციის ადაპტირებას და კორექტირებას“.

ჟურნალისტის კითხვაზე, ნიშნავს თუ არა სიტყვები „ადაპტირება და კორექტირება“ იმას, რომ შეერთებულმა შტატებმა შეიძლება მხარი დაუჭიროს უკრაინის რუსეთზე თავდასხმებს ამერიკული იარაღით, ბლინკენმა უპასუხა: „ადაპტირება და კორექტირება ნიშნავს ზუსტად ამას“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება