ანა წითლიძე - მთავრობამ საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ონკოპაციენტი ბავშვები გაწირა იმისთვის, რომ მათ ვერ ექნებათ სათანადო მკურნალობა, რადგან ეს პირდაპირ არის მიბმული ევროპასთან

ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფომ იზრუნოს ონკოპაციენტებზე, საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად თითოეული ბავშვი, რომელიც ებრძვის ამ მძიმე სენს, გაწირა იმისთვის, რომ მათ ვერ ექნებათ სათანადო მკურნალობა, რადგან მათი მკურნალობის დაფინანსება პირდაპირ არის მიბმული ევროპასთან, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

„ეს კანონი ცხადია შეეხება ყველას, განსაკუთრებით ისეთ ადამიანებს, როგორებიც არიან ბავშვები, ონკოლოგიური პაციენტები, რომლის მკურნალობის დაფინანსებაც პირდაპირ არის მიბმული ევროპას და თითოეული ეს ბავშვი ფაქტობრივად, რჩება მკურნალობის გარეშე და თითოეული ეს ბავშვი, რომელიც ამ მძიმე სენს ებრძვის, ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფოსთვის იყოს პრიორიტეტული, სახელმწიფომ გააკეთა პირიქით და საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად თითოეული ეს ბავშვი გაწირა იმისთვის, რომ მათ ვერ ექნებათ სათანადო მკურნალობა“, - განაცხადა ანა წითლიძემ, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება