გიორგი ვაშაძე - პრემიერის თავდასხმა გერმანიის ელჩზე იგივეა, რაც თავდასხმა გერმანიის სახელმწიფოზე - ეს კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს იმაზე, თუ როგორ ცდილობს „ქართული ოცნება“ დაგვაშოროს დასავლელ მეგობრებსა და პარტნიორებს

ირაკლი კობახიძის უტიფრობა და თავდასხმა გერმანიის ელჩზე იგივეა, რაც თავდასხმა გერმანიის სახელმწიფოზე - ეს კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს იმაზე, თუ როგორ ცდილობს „ქართული ოცნება“ დაგვაშოროს ჩვენს დასავლელ მეგობრებსა და პარტნიორებს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიზანია საქართველოს სრული იზოლაცია მოახდინონ და ქვეყანა რუსეთის პირისპირ მარტო დატოვონ.

ირაკლი კობახიძის უტიფრობა და თავდასხმა გერმანიის ელჩზე, პიტერ ფიშერზე, რომელიც ერთ-ერთია იმ პარტნიორებიდან ვინც აქტიურად ლობირებს და მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, იგივეა, რაც თავდასხმა გერმანიის სახელმწიფოზე და ეს კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს იმაზე, თუ როგორ ცდილობს „ქართული ოცნება“ დაგვაშოროს ჩვენს დასავლელ მეგობრებსა და პარტნიორებს. მათი მიზანია მოახდინონ საქართველოს სრული იზოლაცია და ქვეყანა დატოვონ რუსეთის პირისპირ მარტო.

გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი არის საქართველოს და ქართველი ხალხის დიდი მეგობარი და ის თავისი საქმიანობითა და მხარდაჭერით ყოველთვის ამტკიცებს, რომ დგას ქართველი ხალხის გვერდით ევროინტეგრაციის გზაზე. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ გერმანიის ელჩს ბატონ პიტერ ფიშერს!

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არ დაკარგოს საქართველომ საერთაშორისო პარტნიორები და ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსი დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას. საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს და გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი სახელმწიფო!“ - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პეტერ ფიშერის განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროპული გზიდან გადაუხვია, ანტიქართულია. მისი თქმით, გერმანია საქართველოში ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს.

„გერმანია, რომელიც ტრადიციულად გამოირჩეოდა, როგორც პასუხისმგებლობით აღსავსე სახელმწიფო, ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს საქართველოსნაირ ქვეყანაში. ელჩი, რომელიც აკეთებს ანტიქართულ განცხადებებს, ჩვენთვის არ არის ღირებული,“ - განაცხადა კობახიძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო