ფინანსთა მინისტრი - „ღია ბიუჯეტის ინდექსში“ მიღწეული წარმატება საქართველოს მიერ საჯარო ფინანსების მართვის მიმართულებით განხორციელებული რეფორმების საერთაშორისო აღიარებაა

ღია ბიუჯეტის ინდექსში (Open Budget Index 2023) საქართველომ სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში კვლავ პირველი ადგილი მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის დაიკავა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, „ღია ბიუჯეტის ინდექსში“ მიღწეული წარმატება საქართველოს მიერ საჯარო ფინანსების მართვის მიმართულებით განხორციელებული რეფორმების საერთაშორისო აღიარებაა.

მისი თქმით, ქვეყნის რეიტინგმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ბიუჯეტის ზედამხედველობის მიმართულებით, სადაც საქართველომ 21-ე ადგილიდან მე-5 ადგილზე გადაინაცვლა.

„ამ წარმატებას ვულოცავ საბიუჯეტო პროცესში მონაწილე ყველა მხარეს. ეს ნიშნავს იმას, რომ გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების მიმართულებით ჩვენი ქვეყანა დგამს სწორ ნაბიჯებს და საჯარო ფინანსების მართვის კუთხით საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები აღიარებულია მსოფლიოს მასშტაბით. ბუნებრივია, რეფორმები, ამ კუთხით კვლავ გაგრძელდება და შესაბამისად, პროგრესი მომავალშიც სახეზე იქნება“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება