გიორგი ტყემალაძე - ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი ყველაზე მასშტაბური და ქალაქისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია

უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასრულდა. ეს არის ბოლო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე ყველაზე მასშტაბური და ქალაქისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც უახლესი ტექნოლოგიებით აგებულ, ოთხზოლიანი საავტომობილო გზის მქონე კონსტრუქციას წარმოადგენს, - ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობის დასრულებას.

ხიდი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ გახსნეს.

როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, ვაკე-საბურთალოსა და ბაგების დამაკავშირებელი მონაკვეთი ყველაზე გადატვირთული მიმართულებაა და ახალი ხიდი მნიშვნელოვნად განტვირთავს საავტომობილო მოძრაობას და შეამცირებს ქალაქში არსებულ საცობებს.

ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო სახიდე გადასასვლელი, რომელიც უკვე არსებული საფეხმავლო ხიდის გასწვრივ აშენდა, 260 მეტრი სიგრძისაა და ოთხი სამოძრაო ზოლისგან შედგება. საავტომობილო ხიდის მშენებლობის ფარგლებში მოეწყო ტროტუარები, გარე განათების ქსელი და LED სანათები, დამონტაჟდა მოაჯირები, ხიდის სავალ ნაწილზე ჩატარდა საიზოლაციო სამუშაოები, მოეწყო სანიაღვრე სისტემა და დაიგო ასფალტის საფარი. ამას გარდა, მოეწყო ხიდთან მისასვლელი გზები და სატრანსპორტო კვანძები როგორც უნივერსიტეტის ქუჩის, ასევე ბაგების დასახლების მხრიდან.

აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება