„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი - მუქარის შემცველი ზარებით ოჯახის წევრების და აქციებზე აქტიური ადამიანების დაშინებას ცდილობდნენ, ეს ყველაფერი ხელისუფლების გარეშე ვერ განხორციელდებოდა

მუქარის შემცველი ზარებით ოჯახის წევრების და აქციებზე აქტიური ადამიანების დაშინებას ცდილობდნენ. ეს ყველაფერი ხელისუფლების გარეშე ვერ განხორციელდებოდა, გამომდინარე იქიდან, რომ ვინც რეკავდა მას ცალსახად ჩვენი პერსონალური ინფორმაცია ჰქონდა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამოქალაქო ინტეგრაციის მდივანმა ედო ჯავახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეებისთვის ორი ტიპის შემცველი სატელეფონო ზარები ხორციელდებოდა.

„ეს ზარები ორი ტიპის იყო - ერთი პასუხს გვთხოვდა, თუ რატომ დავდიოდი აქციებზე, რატომ ვიღებდი მონაწილეობას და შემდეგ გადადიოდა შეურაცხყოფაზე, ხოლო მეორე პირდაპირ შეურაცხყოფით იწყებდა და მთელი ზარის განმავლობაში მუქარას აგრძელებდა. ბუნებრივია, ამით ცდილობდნენ ოჯახის წევრების და აქციებზე აქტიური ადამიანების დაშინებას.

ეს ყველაფერი ხელისუფლების გარეშე ვერ განხორციელდებოდა, გამომდინარე იქიდან, რომ ვინც რეკავდა მას ცალსახად ჰქონდა ჩვენი პერსონალური ინფორმაცია, მათ შორის არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ადამიანის პერსონალური ინფორმაცია“, - განაცხადა ედო ჯავახიძემ, რომლის განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება