პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა თბილისის საჯარო და კერძო სკოლების დირექტორებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა თბილისის საჯარო და კერძო სკოლების დირექტორებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იყო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებული სიახლეები. როგორებიცაა: მონაცემთა დამუშავების განახლებული საფუძვლები, პრინციპები, მონაცემთა სუბიექტის უფლებები, ვიდეომონიტორინგი. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნის ვალდებულება და ასევე, განხილულ იქნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის კანონით განსაზღვრული ფუნქცია - მოვალეობები.

უწყების ცნობით, შეხვედრა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გაიმართა და 176 საჯარო და 107 კერძო სკოლის ხელმძღვანელი პირი ესწრებოდა. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა, დეტალური ინფორმაცია მიეღოთ მათთვის საინტერესო საკითხებზე.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებული სიახლეები დამსწრე აუდიტორიას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა - ქეთევან კრაწაშვილმა, გეგმური ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა - სოფიო შამუგიამ და სამსახურის უფროსის აპარატის ექსპერტმა განათლების საკითხებში - თამარ აბაზაძემ გააცნეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება