მიხეილ სარჯველაძე - უახლესი კვლევების მიხედვით, ბავშვების 64.6% ჭარბწონიანობის პრობლემა აქვს, რაც შემაშფოთებელია - ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯებია გადასადგმელი

უახლესი კვლევების მიხედვით, ბავშვების 64.6% ჭარბწონიანობის პრობლემა აქვს, რაც შემაშფოთებელია - ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯებია გადასადგმელი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მას „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

„შემაშფოთებელი რიცხვია მაგალითად, ბავშვებში ჭარბწონიანობასთან დაკავშირებით. უახლესი კვლევების მიხედვით, ბავშვების 64.6% ჭარბწონიანობის პრობლემა აქვს. ეს არის, რა თქმა უნდა, მანიშნებელი იმისა, რომ ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯებია გადასადგმელი, რომ ეს პრობლემა დაძლეული იქნას, იმიტომ რომ ეს არის შემდგომ ჯანმრთელობაზე გავლენის თვალსაზრისით სერიოზული რისკის ფაქტორი თითოეული ბავშვისთვის“, - განაცხადა სარჯველაძემ.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა