მიხეილ სარჯველაძე - ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის განწყობა, საქმიანი, პარტნიორული ურთიერთობის გასაგრძელებლად გახლავთ უმაღლეს ნიშნულზე

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის განწყობა, საქმიანი, პარტნიორული ურთიერთობის გასაგრძელებლად უმაღლეს ნიშნულზეა.

ამის შესახებ მან პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატით, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.

მიხეილ სარჯველაძემ, სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობის, მიღწევების, გამოწვევების და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

მინისტრმა, დეპუტატებს, მიმდინარე კვირაში, ჟენევაში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, განხორციელებული შეხვედრების შესახებ ინფორმაციაც მიაწოდა.

„მინდა გამოვყო შეხვედრები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორთან, ჰანს კლუგესთან, გლობალური ფონდის საქართველოს მიმართულების ხელმძღვანელთან, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ერთ-ერთ ხელმძღვანელ თანამდებობის პირთან. ამ შეხვედრებისას მკაფიოდ გამოიკვეთა საქართველოსა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანამშრომლობის გაღრმავებისა და გააქტიურების არა თუ უბრალოდ პერსპექტივები, არამედ სრულიად კონკრეტული გეგმები, რისი წინაპირობაც არის საქართველოსთან თანამშრომლობის მართლაც სამაგალითო წარმატება. მათ შორის, უნდა დავასახელოთ, მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდა, პირველადი ჯანდაცვის მიმართულება და სხვა. მინდა მოგახსენოთ, რომ ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის განწყობა, ამ თვალსაზრისით, საქმიანი, პარტნიორული ურთიერთობის გასაგრძელებლად გახლავთ უმაღლეს ნიშნულზე“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება