მიხეილ სარჯველაძე - „ფეა თრიიზ-ის“ განცხადება, თითქოს, გადაწყვეტილება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ეფექტია, სიმულაციაა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ფონდ „ფეა თრიიზ"-ის განცხადება, თითქოს ონში, ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის მშენებლობის პროექტის შეჩერება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ეფექტია, სიმულაციაა. ამის შესახებ მან პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას აღნიშნა.

„საქმე გვაქვს სიმულაციასთან, ვითომ, გამჭვირვალობის კანონის ეფექტთან, რომ თითქოს, რაღაც პროცესები უნდა დაიძრას. ისეთი პროცესები, რომელიც შეუქცევადი, ნეგატიური შედეგის მომტანი შესაძლოა იყოს. ვინც კანონი წაიკითხა, გაეცნო აქ არსებულ მდგომარეობას და იცის ჯანდაცვის სექტორი, უბრალოდ ასეთი კითხვის გაჩენისთვისაც საფუძველი არ არსებობს. რეალურად, უკლებლივ ყველა პროგრამა, ყველა საჭირბოროტო საკითხი და მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ჯანდაცვის სექტორში დაფინანსებას ექვემდებარება, რასაკვირველია, გაგრძელდება. ოპოზიციონერი ჯგუფების განწყობა და სურვილი, რომ საქართველოში იქნებ, მართლაც როგორმე გამოვიდეს და დაიძრას ნეგატიური ტენდენციები, რათა ამ ყველაფერმა უარყოფითი ასახვა პოვოს მოსახლეობის ინტერესებზე, ეს რა თქმა უნდა თავისი არსით საოცრად არაკეთილსინდისიერი საქციელია. ეს არის თავიდან ბოლომდე სიმულაცია. საქმიანად თუ ამას ვინმე შეაფასებს, არანაირი მიზეზი და საბაბი არ გააჩნია, რომ შეწყვიტოს რაიმე ტიპის საქმიანობა და მეორეს მხრივ ყველას კარგად ესმის რა თქმა უნდა , რომ როდესაც ამ ყველაფრის უკან პოლიტიკოსია ეს მართლაც რომ მრავლისმეტყველი შეიძლება აღმოჩნდეს საზოგადოებისთვის. მაგალითად, ისეთი, რაც ვნახეთ ბადრი ჯაფარიძისგან მართული ერთ-ერთი ორგანიზაციის მხრიდან, რომ არასრულწლოვანებისთვის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში სამედიცინო სერვისის შეწყვეტასთან დაკავშირებით. მინდა საზოგადოება დავარწმუნო, რომ ეს არის ჭიქაში ქარიშხლის მოწყობის უსუსური მცდელობა იმიტომ, რომ მინდა ყველას სრული პასუხისმგებლობით ვუთხრა, რომ ამ კანონს არავითარი მიზეზი არ შეუქმნია, რომ თუკი ვინმე ამ ქვეყანაში ქველმოქმედებას ეწევა, ამაზე ხელი აიღოს. თუ საქართველოში ვინმეს ქველმოქმედების განხორციელების სურვილი ჰქონდა, მას ამისი შესაძლებლობა ექნება და ყველა მადლიერი იქნება. თუ ვინმეს ამისი სურვილი არ აქვს, აუცილებელი არ არის, რომ ამისთვის ხელოვნური მიზეზი შექმნან, როგორიც დასახელებულია. სხვათა შორის ეს პარადიგმა ძალიან კარად გამოყენებადია, თვითონ ამ კანონთან დაკავშირებით. ეს არის ის შემთხვევა როცა ურჩევნიათ ჩრდილში ყოფნა და ჩრდილიდან რაღაც არაკეთილსინდისიერი საქმეების კეთება, როგორც ეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოხდა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება