თორნიკე რიჟვაძე - ბათუმში საზღვაო ტურისტული სეზონი 9 ივნისს ოფიციალურად გაიხსნება, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს  და შევძლებთ, რომ მოსახლეობამ მაქსიმალური სარგებელი მიიღოს ტურისტული სეზონით

9 ივნისს ბათუმში საზღვაო ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება.

დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე, მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა რომ არის დადებითი სტატისტიკა და მუნიციპალიტეტებს და უწყებებს კოორდინირებული მუშაობისკენ მოუწოდა, რათა ბათუმი და აჭარა, ღირსეულად დახვდეს მოახლოებულ საზღვაო სეზონს.

,,ვემზადებით აქტიურად ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის. მინდა მოვუწოდო ტურიზმის დეპარტამენტს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს, კოორდინირებული მუშაობისკენ, რომ ბათუმმა და აჭარამ ღირსეულად ჩაატაროს ტურისტული სეზონი და ღირსეულად ვუმასპინძლოთ ყველა სტუმარს. მოლოდინები გვაქვს ძალიან პოზიტიური და უნდა შევძლოთ, რომ ჩვენმა მოსახლეობამ მაქსიმალური სარგებელი მიიღოს აღნიშნული სეზონით. ახალი ინფრასტრუქტურით ხდება ბათუმი, აჭარა ტურისტულ სეზონს, ბათუმის ბულვარში განახლდა მთელი რიგი პარკები, ასევე, ველობილიკი, სხვადასხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა. ასევე, მაღალმთიან აჭარაში დინამიკურად მიმდინარეობს ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა. შესაბამისად დამსვენებლებს ექნებათ შესაძლებლობა ახალ ტურისტულ ადგილებს, ლოკაციებს ეწვიონ წელს“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რეგიონში უცხოელი ვიზიტორების ვიზიტების 10% იანი მატებაა.

მათივე ცნობით,გაზრდილია ვიზიტების რაოდენობა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც. ამასთან, როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ზაფხულში ბათუმის აეროპორტიდან 12 ზე მეტი მიმართულებით შესრულდება რეისები.

„აჭარა ახალ სეზონს სიახლეებით ხვდება, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის, ისე სპორტული და ტურისტული ინფრასტრუქტურის მხრივ. განხორციელდა ზღვის წყლის მონიტორინგი. წყლის აღებული ნიმუშების კვლევის მიხედვით აჭარის სანაპირო ზოლში ზღვის წყლის კვლევებმა აჩვენა, რომ იგი შეესაბამება ყველა დადგენილ ნორმას.

სიახლეებით ხვდება ზაფხულის ტურისტულ სეზონს ბათუმის ბულვარი. დასასრულს უახლოვდება ახალ ბულვარში სკეიტ და როლერ პარკის სამშენებლო სამუშაოები. ასევე ველობილიკის რეაბილიტაციის პროექტი. წელს ბათუმი უმასპინძლებს ევროპის ჩემპიონატს ქვიშის ფეხბურთში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება