ამერიკის აკრედიტაციის კომისიის - AACI განცხადებით, ბევრმა კლინიკამ გამოასწორა ხარვეზები და აგრძელებენ  აკრედიტაციის პროცესს, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც დიდი ალბათობით ვერ შეძლებენ აკრედიტაციის მიღებას 2025 წლის 1 იანვრამდე

„საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების“ ინფორმაციით, გამოიკვეთა კლინიკები, რომლებიც დიდი ალბათობით ვერ დააკმაყოფილებენ AACI-ის მოთხოვნებს და ვერ შეძლებენ აკრედიტაციის მიღებას 2025 წლის 1 იანვრამდე.

ამერიკის აკრედიტაციის კომისიის - AACI საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის AACI-ის ვიცე პრეზიდენტის არჩილ მორჩილაძის განცხადებით, ამ ეტაპზე გამოიკვეთა ორი-სამი კლინიკა, რომელებიც დიდი ალბათობით, ვერ შეძლებენ კრიტერიუმების შესრულებას და იქ აკრედიტაციის პროცესი შეწყდება.

მისივე განცხადებით, ასევე სასიხარულოა, რომ ბევრმა კლინიკამ გამოასწორა და შეამცირა შეუსაბამობები და აგრძელებენ მუშაობას.

„უკვე აკრედიტებულია რამდენიმე მათგანი. წლის ბოლომდე ყველას ექნება ვადა გამოასწოროს ხარვეზები. მთავარია, იყოს მენეჯმენტის მყარი გადაწყვეტილება. შეასრულონ ის რეკომენდაციები, რაც მათ მიეცათ.

AACI ამერიკა საქართველოში 50-მდე კლინიკის აკრედიტაციას ახორციელებს. თითქმის ყველა მათგანში უკვე ჩატარდა წინასწარი შეფასება და კლინიკებს მიეცათ შესაბამისი რეკომენდაციები AACI-ის სტანდარტების დასანერგად. მაისის თვიდან მიმდინარეობს ძირითადი შეფასებები, რათა კლინიკების აკრედიტაციის პროცესი 31 დეკემბრამდე დასრულდეს.

როგორც ცნობილია, მთავრობის დადგენილებით 2025 წლიდან საერთაშორისო აკრედიტაციის გარეშე კლინიკები სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობას ვეღარ შეძლებენ“,-აღნიშნულია „სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება