ხობის მუნიციპალიტეტი - ხამისკურის და პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულებში მინისტადიონების რეაბილიტაცია დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის და პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულებში ხელოვნურსაფარიანი მინისტადიონების რეაბილიტაცია დასრულდა

ხობის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტირილებული სპორტული მოედნები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბუკიამ და მერის პირველმა მოადგილემ, რევაზ ზაქარაიამ დაათვალიერეს. „სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტები ადგილობრივი მოსახლეობის წინადადების საფუძველზე და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.

მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით აშენდება ხელოვნურსაფარიანი ორი მინისტადიონი და სრულად რეაბილიტირდება: შუა ქვალონის და ხობის (ნოდარ შენგელიას სახელობის სტადიონი) სტადიონები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება