ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - პუტინს მკაფიო სიგნალი უნდა გავუგზავნოთ, რომ იმ უსაფრთხოების არქიტექტურის დაბრუნება არ მოხდება, რაც 1997 წლამდე არსებობდა

ვლადიმერ პუტინის მიზანი საზღვრებისა და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის შეცვლაა, - ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ პრაღაში ჟურნალისტებს განუცხადა.

„პუტინის მიზანი ხარკოვის ან (უკრაინის) აღმოსავლეთით მდებარე რომელიმე ქალაქის აღება არ არის. მისი მიზანი საზღვრებისა და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის ძირეულად შეცვლაა“, - განაცხადა იან ლიპავსკიმ.

მისივე თქმით, დასავლეთმა უნდა აჩვენოს, რომ ეს ესმის.

„ჩვენ რუსეთს მკაფიო სიგნალი უნდა გავუგზავნოთ, რომ იმ უსაფრთხოების არქიტექტურის დაბრუნება არ მოხდება, რომელიც 1997 წლამდე არსებობდა. ბოლოს და ბოლოს, ეს რუსეთის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, როდესაც მან 2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ აგრესია დაიწყო“, - აღნიშნა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება