მაიკლ როთი - ბოლომდე მხარს ვუჭერ ელჩ პეტერ ფიშერს, მან უბრალოდ ფაქტები თქვა

ბოლომდე მხარს ვუჭერ ელჩ პეტერ ფიშერს, მან უბრალოდ ფაქტები თქვა. ასე ეხმაურება გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოში გერმანიის ელჩთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს.

“ბოლომდე მხარს ვუჭერ ელჩ პეტერ ფიშერს. მან უბრალოდ ფაქტები თქვა…” - წერს როთი “ტვიტერის” პირად გვერდზე.

ცნობისთვის, საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა 29 მაისს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ამ კანონით საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ გაიხსნებოდა. კობახიძემ აღნიშნული განცხადებას “ანტიქართული” უწოდა და განაცხადა, რომ “გერმანია ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს”.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება