ანონსი  31 მაისი

31 მაისს, 11:00 საათზე, გაიმართება პოლიტიკური გაერთიანება „ევროპელი დემოკრატებისა“ და „ევროპულ-დემოკრატიული ერთობის“ ლიდერების შეხვედრა საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე ახალგაზრდული ჯგუფების წარმომადგენლებთან.

თემა: „ევროპულ-დემოკრატიული ერთობის“ პლატფორმის პრინციპების გაზიარება არასამთავრობო სექტორის და საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლებთან, შეთანხმება სამომავლო თანამშრომლობასა და კოორდინაციაზე.

მის: კოსტავას 75 ბ

საკონტაქტო: 555 500 710; 599 88 15 05

31 მაისს, 11:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება - 2024 წლის აპრილი.

მის: ც. დადიანის #30, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

31 მაისს, 11:00 საათზე, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი

(A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

31 მაისს, 11:00 საათზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე და პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია, ე.წ. „რუსულ კანონზე“ მათ მიერ გამოთხოვილ ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.

მის: საქართველოს პარლამენტი (სხდომათა დარბაზთან)

საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია - 555602634

31 მაისს, 11:30 საათზე, ფრანგი ფეხბურთელი დავიდ ტრეზეგე და „იუვენტუსის“ წარმომადგენლები, თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე იუვენტუსის აკადემიის ინფრასტრუქტურულ გეგმას გაეცნობიან.

31 მაისს, 12:00 საათზე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N418

(C კორპუსი, IV სართული)

31 მაისს, 13:00 საათზე, პარლამენტში პარტია “გახარია საქართველოსთვის” საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის წევრი ანა ბუჩუკური ბრიფინგს გამართავს თემაზე: ხელისუფლების მუქარა პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრებზე.

31 მაისს, 13:00 საათზე, ფრანგი ფეხბურთელი დავიდ ტრეზეგე თბილისში, იტალიის ელჩს შეხვდება.

მის: ჩიტაძის ქ. 3ა, იტალიის საელჩო საქართველოში

31 მაისს, 15:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრის, ტიტე გედენიძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

მის: თბილისის საქალაქო სასამართლო, აღმაშენებლის ხეივანი 64

საკონტაქტო: ტიტე გედენიძე - 577 33 31 23

31 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N439

(C კორპუსი, IV სართული)

31 მაისს, 17:00 საათზე, ფრანგი ფეხბურთელი დავიდ ტრეზეგე იუვენტუსის ოფიციალური ფანკლუბის წევრებს შეხვდება.

მის: მიხეილ ზანდუკელის ქ. 1/22; PUB 44

31 მაისს, 18:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრის, ცოტნე აბესაძის სასამართლო პროცესი ჩაინიშნა სისხლის სამართლის საქმეზე.

მის: საქალაქო სასამართლო, აღმაშენებლის ხეივანი 64

საკ: ცოტნე აბესაძე - 577 41 84 27

31 მაისს, 18:30 საათზე, სასტუმრო „რუმსში“ ფრანგი ფეხბურთელი დავიდ ტრეზეგე მედიისთვის პრესკონფერენციას გამართავს.

მის: მერაბ კოსტავას ქ.# 14

31 მაისს, 20:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება.

მის: ნოე რამიშვილის ქუჩა N38

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო