არმაზ ახვლედიანი - ჭავჭავაძემ სასუფევლიდან რომ შემოსძახოს, მავნებლობა გააჩერეთო, მასზეც იტყვიან, რომ გავლენის ქვეშაა, „ოცნებისთვის“ წერტილის დასმა მოქალაქეებს არჩევნებით შეუძლიათ - თუ დაგვიშლიან ამ გზით გადაწყვეტილების მიღებას, მიიღებენ "მაიდანს"

თუ დაგვიშლიან არჩევნების გზით გადაწყვეტილების მიღებას, ისინი „მაიდანს“ მიიღებენ, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არსებულ ხელისუფლებას არაფერი გააჩერებს და მათთვის წერტილის დასმა მხოლოდ პასუხისმგებლობიან მოქალაქეებს შეუძლიათ.

მისივე თქმით, მთავრობას „ილია ჭავჭავაძემ სასუფევლიდან რომ შემოსძახოს, ეს პოლიტიკური მავნებლობა გააჩერეთო, მასზეც იტყვიან, რომ პოლიტიკური გავლენის ქვეშაა“.

„ბოლო ხანებში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს რამდენიმე გადაწყვეტილება ვნახეთ, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა მოიწონა. როგორც კი ითქვა, რომ შეიძლება „რუსული კანონის“ საქმე სტრასბურგში შეიძლება წავიდეს, კობახიძემ თქვა, მათთვის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, იმასაც იტყვიან, რომ თავად ეს სასამართლოც „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის ქვეშაა. ეს უკვე პარადოქსია. ილია ჭავჭავაძემ სასუფევლიდან რომ შემოსძახოს, ეს პოლიტიკური მავნებლობა გააჩერეთო, მასზეც იტყვიან, რომ პოლიტიკური გავლენის ქვეშაა. ამათ ვერაფერი გააჩერებს. მათთვის წერტილის დასმა მხოლოდ პასუხისმგებლობიან მოქალაქეებს, არჩევნების გზით შეუძლიათ. თუ არჩევანის უფლებას წაგვართმევენ, მაშინ სხვა კონსტიტუციური გზებიც ვიცით. თუ დაგვიშლიან არჩევნების გზით გადაწყვეტილების მიღებას, ისინი მაიდანს მიიღებენ. აქ საქმე საქართველოს ეხება.

ომში ჩართული ქვეყანა, მეგობარი გვეუბნება, რომ თქვენი რიტორიკა კრემლისას ერთი ერთში ჰგავსო. რუსეთში კი არ გავიღვიძეთ ვეტოს დაძლევის მეორე დღეს, არამედ რუსეთში ვართ ამათი მმართველობის პირობებში. რა უნდა კობახიძეს, რომ რუსული დროშა იყოს ქუჩებში? მისი მმართველობის პირობებში ამასაც მივიღებთ, ამიტომ არჩევნებამდე დარჩენილი თითზე ჩამოსათვლელი თვეების განმავლობაში ჩვენ შეუძლებელი უნდა შევძლოთ. „მაგრამის“ გარეშე უნდა ვისაუბროთ. ახლა ამის დრო არ არის. არცერთი პარტია არ ღირს იმად, რომ ეპოქალური შანსი ხელიდან გავუშვათ, ეს დანაშაულია. დღეს ვინც გულგრილია, დამნაშავეა, "შუაშისტობა" ყველაზე დიდი მავნებლობაა“, -განაცხადა არმაზ ახვლედიანმა გადაცემაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო