რუსებმა ხარკოვს დაარტყეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსულმა საოკუპაციო ძალებმა წუხელ ხარკოვში ხუთსართულიან კორპუსს დაარტყეს, დაიღუპა 3 ადამიანი და დაშავდა 12, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაშავებულებს შორის 12 წლის ასაკის ორი ბავშვია.

რუსებმა კვლავ ორმაგი დარტყმის ტაქტიკა გამოიყენეს და მათ მეორედ მაშინ დაარტყეს, როცა ადგილზე უკვე მუშაობდნენ ექიმები, მაშველები და სამართალდამცავები. დაშავებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედიკოსი.

წინასწარი მონაცემებით, საოკუპაციო ძალებმა С-300 ტიპის რაკეტები გაისროლეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს