ხარაგაულსა და თერჯოლაში ორი დაურეგისტრირებელი საამქრო გამოავლინეს

იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროს ორი ფაქტი გამოავლინეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რის გამოც, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნა.

„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარგვეში, სახელმწიფო ტყეში, სახერხი საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილია უკანონოდ მოპოვებული 12 კუბურ მეტრამდე პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) და 3 კუბური მეტრი წაბლის სახეობის სამასალე მერქანი. რაც შეხება კანონდარღვევის მეორე ფაქტს, თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ გოდოგანში, ადგილობრივ მკვიდრს უკანონო სახერხი საამქრო საკარმიდამო ნაკვეთში ჰქონდა განთავსებული.

დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროები იმერეთის სატყეო სამსახურისა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაილუქა; უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გადატანილია ზესტაფონის „საქმიან ეზოში“.

ვინაიდან კანონდარღვევის ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სამსახურების თანამშრომლები უწყვეტ რეჟიმში, რეგულარულად ახორციელებენ მონიტორინგს უკანონო ფაქტების გამოვლენის მიზნით. ბოლო პერიოდში განვაახლეთ ჩვენი ტექნიკური ბაზა. სახელმწიფო ტყეებში განთავსებულია ფოტოხაფანგები, რაც კანონდარღვევის გამოვლენის აპრობირებული და ეფექტიანი საშუალებაა. ეროვნული სატყეო სააგენტოსთვის ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტია. ნებისმიერ ფაქტზე კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები ტარდება“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება