თორნიკე რიჟვაძე საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ანა მარია შიკოს შეხვდა.

აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობების დადებით დინამიკას.

„მხარეებმა ისაუბრეს აჭარის ტურისტულ, საინვესტიციო და ეკონომიკური პოტენციალის შესახებ. თორნიკე რიჟვაძემ ელჩს რეგიონში ტურიზმის მიმართულებით არსებული დადებითი დინამიკა და სიახლეები გააცნო. აღსანიშნავია, რომ რეგიონში გაზრდილია ვიზიტორების რაოდენობა უნგრეთიდან. მხარეებმა იმსჯელეს ურთიერთობების გაღრმავების შემდგომ პერსპექტივებზე.

შეხვედრას აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი თინა ზოიძე ესწრებოდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს