ბათუმში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის წინააღმდეგ გამართული აქციების ორგანიზატორების განცხადებით, მათ საცხოვრებელ სახლებზე ღამით მუქარის შემცველი წარწერები დატოვეს

ბათუმში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის წინააღმდეგ გამართული აქციების ორგანიზატორების განცხადებით, მათ საცხოვრებელ სახლებზე გვიან ღამით მუქარის შემცველი წარწერები დატოვეს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს მიმართავენ და ფაქტზე რეაგირებას ითხოვენ.

„ტიტე აროშიძე, შენს მეზობლად, იმ ოჯახში, სადაც ერთად არაერთხელ მივსულვართ, რომელიც შენთვისაც და ჩემთვისაც საკუთარი ოჯახივითაა (ჩემთვის ისევ ისეა, შენი ამბავი არ ვიცი), გზავნილი დატოვეს მუქარის! არავის არაფერს ვაბრალებ, გთხოვ მოძებნეთ ვინაა შემსრულებელი და დამკვეთი!

წარწერა გააკეთეს ჩემი მეგობრის, თანამშრომლის ძმის, ილია გუჩმანიძის საძინებლის კედელთან, არ ვიცი მისამართი აერიათ თუ შორი გზით მოდიან! კახა გუჩმანიძის ოჯახი, ორსული მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილიც აქ ცხოვრობს.

არა რუსულ მთავრობას, არა რუსულ რეჟიმს”, - წერს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ციალა ქათამიძე.

თავის მხრივ, „ქართული ოცნების” წევრმა თენგიზ აფხაზავამ მომხდარში ოპოზიცია დაადანაშაულა.

მისი განცხადებით, ხელწერა „ნაციონალურ მოძრაობას” უკავშირდება.

„ეს ხელწერა არის „ნაციონალური მოძრაობის“. ყველამ იცის, თვითონ ურეკავენ თავისიანებს აგინებენ და აშინებენ და რეალურად გვაბრალებენ ჩვენ”, - აღნიშნა თენგიზ აფხაზავამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს