თეონა აქუბარდია - გურამ მაჭარაშვილს ვეტყოდი, რომ საკუთარ გუნდში მოიკითხოს ქვეყნის მტრები და მოღალატეები - მიუხედავად იმისა, რომ სუს-ი „ქართული ოცნების“ სამსახურში არის ჩამდგარი, მას ეს არ გამოუვა

გურამ მაჭარაშვილს ვეტყოდი, რომ როდესაც ჯაშუშობაზე საუბრობს, საკუთარ გუნდში მოიკითხოს ქვეყნის მტრები და მოღალატეები - მიუხედავად იმისა, რომ სუს-ი „ქართული ოცნების“ სამსახურში არის ჩამდგარი, მას ეს არ გამოუვა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რითაც "ხალხის ძალის" დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომ "ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს ყველა, ვინც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებას აპროტესტებს".

მისივე თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ "რუსული კანონიდან" სიტყვა "აგენტის" ამოღება არ ცვლის "ქართულო ოცნების" პროპაგანდას, რომ ყველა, ვინც განსხვავებულად აზროვნებს, არის აგენტი და ჯაშუში.

"გურამ მაჭარაშვილს ვეტყოდი, რომ კანონი კარგად წაიკითხოს. საერთოდ, ქართული კანონმდებლობა იცოდეს და როდესაც ჯაშუშობაზე საუბრობს საკუთარ გუნდში მოიკითხოს ქვეყნის მტრები და მოღალატეები. კიდევ ერთხელ ცხადია, რომ "რუსული კანონიდან" სიტყვა "აგენტის" ამოღება არ ცვლის "ქართულო ოცნების" პროპაგანდას, რომ ყველა, ვინც განსხვავებულად აზროვნებს, არის აგენტი ჯაშუში და დასავლეთი არის მტერი და ამ შემთხვევაში, რუსეთი მოყვარე. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის "ქართული ოცნების" სამსახურში ჩამდგარი, მას ეს არ გამოუვა. ეს არის ჩვეულებრივო პროპაგანდის გაგრძელება. ვერც გურამ მაჭარაშვილი, ვერც "ქართული ოცნება" ვერ ეღირსება დააბრუნოს ის დრო, როდესაც საქართველომ დაკარგა სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ იმ საბჭოთა წარსულზე, რომელსაც ახლა მათ შორის, გურამ მაჭარაშვილი აბრუნებს საქართველოში," - განაცხადა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა გამაცხადა, რომ ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს ყველა, ვინც კანონის მიღებას აპროტესტებს, ჩართულია ბულინგსა და შეურაცხყოფაში.

"ლუსტრირებული ჯაშუშების დაუსჯელი დატოვება ქვეყნის სუვერენიტეტსა და სტაბილურობაზე მძიმედ აისახება," - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება