შინაგან საქმეთა მინისტრმა, პოლიციელის დღესთან დაკავშირებით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პოლიციელის დღესთან დაკავშირებით, სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ღონისძიება საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ამასთან, აღნიშნულია, რომ ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების ხსოვნას.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება