ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ხმაურია - იყო ფიზიკური დაპირისპირების მცდელობაც

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ხმაურია. ერთმანეთს “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის წევრები დაუპირისპირდნენ.

მხარეებს შორის შელაპარაკება ფარული სატელეფონო ზარების საკითხმა გამოიწვია. კერძოდ, ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ მმართველი გუნდის დავალებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მოწინააღმდეგეებს, ბავშვებს და სტუდენტებს ტელეფონით ურეკავენ და აშანტაჟებენ.

აღნიშნულ განცხადებას შელაპარაკება მოჰყვა, იყო ფიზიკური დაპირისპირების მცდელობა, რაც თავად საკრებულოს წევრებმა განმუხტეს.

“შენს შვილთან დაკავშირებით რომ დაგირეკავენ და დაგაშანტაჟებენ, უხერხულია. სოლიდარობას ვითხოვ. უზრდელი ხარ რიჩარდ სირაბიძე”,- მიმართეს ოპოზიციის წევრებმა სირაბიძეს.

თავის მხრივ, “ქართული ოცნების” წევრები პარტია “ახალის” წარმომადგენლებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ და ტყუილში ადანაშაულებდნენ.

“საქართველოს პარლამენტის შენობაზე წარწერებს რომ ტოვებენ, ესაა კარგი? გაუზრდელი ხართ სახლიდან გამოსული. რა გჭირთ?! ბევრს ბედავთ!”, - მიმართეს მმართველი გუნდის წევრებმა ოპოზიციის წარმომადგენლებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება