აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა გერმანიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართეს

გერმანიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები ფრანკფურტის ტექნოლოგიური პარკის დირექტორს სებასტიან შეფერს და ფრანკფურტის ენერგო ქარხნის მენეჯმენტს შეხვდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრებში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გოგიტა თედორაძე, სსიპ - „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მომსახურების სააგენტო“ დირექტორი სალომე დოლიძე.

შეხვედრების მონაწილეებმა განიხილეს სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები, სამომავლო გეგმები და პრიორიტეტული მიმართულებებით ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, მათ შორის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერის, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, პროექტების ერთობლივად განხორციელების საკითხებზე.

„ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირების მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს. ამ მიზნით ჩვენ სხვადასხვა პროექტებს ვახორციელებთ, რაშიც როგორც ადგილობრივი, ისე უცხო ქვეყნის ორგანიზაციების მხარდაჭერა და მათი გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია“,- აღნიშნავს დავით ფაცაცია.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება