ვახტანგ ცინცაძე - აპრილში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 11.8% შეადგინა

ეკონომიკური ზრდის მიმართულებით პოზიტიური ტენდენციები გრძელდება. აპრილში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 11.8% შეადგინა, ხოლო ოთხი თვის ჭრილში, საშუალო ეკონომიკური ზრდა 9 %-ს შეადგენს, - ამის შესახებ „საქსტატის“ აპრილის თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების კომენტირებისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ქვეყანაში საინვესტიციო აქტივობები იზრდება.

„ეკონომიკური ზრდა საკმაოდ დივერსიფიცირებულია და მასში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა როგორც დამამუშავებელი მრეწველობის, ასევე მშენებლობის და ტრანსპორტის და დასაწყობების სექტორებში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ, ასევე პოზიტიური და მნიშვნელოვანია ცოდნაზე დაფუძნებული მომსახურებების წვლილი ეკონომიკურ ზრდაში. ფაქტორებს თუ შევხედავთ, ქვეყანაში იზრდება საინვესტიციო აქტივობა. ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მომსახურების ექსპორტს ეკონომიკურ ზრდაში. მაგალითად, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები პირველი კვარტლის მაჩვენებლებით რეკორდულია, 800 მლნ აშშ დოლარს აღემატება”, - განაცხადა ცინცაძემ.

მინისტრის მოადგილის თქმით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სარეიტინგო კომპანიების შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგად ინარჩუნებს.

„სავალუტო ფონდის აპრილის განახლებული პროგნოზების თანახმად, 2024-2029 წლებში საშუალოდ საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა მეზობელ, რეგიონის, ევროკავშირის კანდიდატ და ზოგადად ევროპის ქვეყნებს შორის“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ, რომლის კომენტარსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება