იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაცია მიიღო

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაცია მიიღო.

ინფორმაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, რეგიონში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება გუიჯოუს პროვინციის მთავრობის წარმომადგენლები. დელეგაცია საქართველოში და კონკრეტულად იმერეთში არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჩამოვიდა და ადგილზე ეცნობა რეგიონის შესაძლებლობებს სხვადასხვა მიმართულებით.

ამასთან, განმარტავენ, რომ მხარეებმა შეხვედრაზე ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და ეკონომიკის, ვაჭრობის, განათლების, კულტურის, ტურიზმის და სხვა მნიშვნელოვან სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. ასევე, წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია, რომელიც ასახავდა, როგორც მხარის საინვესტიციო გარემოს ასევე ზოგადად რეგიონის შესაძლებლობებს სხვადასხვა სფეროში.

მხარის რწმუნებულმა საქართველო-ჩინეთის, ამ ორი ქვეყნის მჭიდრო-მეგობრულ ურთიერთობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას, რომლის თანახმადაც, ჩინეთში გაჩერება 30 დღის ვადით უვიზოდ არის შესაძლებელი. როგორც ზვიად შალამბერიძემ შეხვედრაზე აღნიშნა, ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ჩინეთში მოგზაურობას გაუმარტივებს და ახალ შესაძლებლობებს შექმნის, როგორც ეკონომიკური, ასევე კულტურული და პოლიტიკური კუთხით.

,,საქართველო დიდად აფასებს ჩინეთთან მეგობრობას და პარტნიორობას. ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები ჯანსაღად და სტაბილურად ვითარდება. ორი ქვეყნის პოლიტიკური ნდობა მყარია, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა კი შედეგებზე ორიენტირებული.

ჩვენი დღევანდელი შეხვედრა არის დასტური ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და ეკონომიკის, ვაჭრობის, განათლების, კულტურის, ტურიზმის და სხვა მნიშვნელოვან სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლის. მიმაჩნია, რომ იმერეთის რეგიონსა და გუიჯოუს პროვინციას შორის გაფორმებული მემორანდუმი იქნება კონკრეტული შედეგებისა და სარგებლის მომტანი ორივე მხარისთვის.

შეხვედრაზე ჩვენ წარმოვადგინეთ პრეზენტაცია რეგიონის შესახებ სადაც, დეტალურად არის ინფორმაცია 12-ვე მუნიციპალიტეტის საინვესტიციო გარემოზე. ჩვენ, მზად ვართ თანამშრომლობისთვის და ერთობლივი პროექტების განხორციელებისთვის“, - აღნიშნავს ზვიად შალამბერიძე.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, ქართულმა მხარემ ხაზგასმით ისაუბრა კიდევ ერთ გადაწყვეტილებაზე. ჩინეთმა საქართველოს გავლით ავტოტრანსპორტით ტვირთის ევროპის მიმართულებით გადაზიდვა დაიწყო, რაც მხარეებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მიმართულებით უმნიშვნელოვანესია.

„ჩინეთის დელეგაციამ შეხვედრაზე წარმოადგინა პრეზენტაცია, სადაც ასახული იყო პრიორიტეტული სფეროები და წინადადებები.

შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები: ლევან სანიკიძე, ბესიკ გოფოძე, ლევან კიკნაველიძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, წყალტუბოს მერი გენადი ბალანჩივაძე, საკრებულოს ხელმძღვანელი პირები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ჩინეთის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით იმერეთში ორი დღის განმავლობაში იქნება და რამდენიმე მუნიციპალიტეტში მათთვის პრიორიტეტულ მიმართულებებს ადგილზე გაეცნობიან“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო