პაატა მანჯგალაძე - ბატონო გურამ, სჯობს ერთ გემზე შევაგროვოთ ყველა და ერთად დავძიროთ, უფრო ადვილად მოაგვარებთ ბულინგის პრობლემას

ბატონო გურამ, სჯობს ერთ გემზე შევაგროვოთ ყველა და ერთად დავძიროთ, უფრო ადვილად მოაგვარებთ ამ პრობლემას, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც "ხალხის ძალის" დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომ "ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს ყველა, ვინც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებას აპროტესტებს".

"გურამ მაჭარაშვილი საკუთარ თავზე და ბულინგზე რომ წუხს, ის არ გაახსენდა თავის კოლეგა ლებან ხაბეიშვილი რომ სცემეს? მერე ოპოზიციის ლიდერებს ქუჩაში რომ ხვდებოდნენ და ცხვირ-პირს უერთიანებდნენ? მერე ახალგაზრდები საკუთარი ცოლ-შვილის წინაშე რომ სცემეს? ამაზე რეაქცია არ ჰქონია და თურმე ღირსება შეელახა. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანის ღირსება ხელშეუვალია. მე არ მომწონს არანაირი ფორმის ბულინგი, მაგრამ გურამ მაჭარაშვილი რომ გამოსულიყო აქ და ერთი სიტყვა ეთქვა ხაბეიშვილის მისამართით რაც მოხდა არის უკანონობა და დანაშაულიო, მის წინააღმდეგ აგრესიას შეამცირებდა," - განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა გამაცხადა, რომ ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს ყველა, ვინც კანონის მიღებას აპროტესტებს, ჩართულია ბულინგსა და შეურაცხყოფაში.

"ლუსტრირებული ჯაშუშების დაუსჯელი დატოვება ქვეყნის სუვერენიტეტსა და სტაბილურობაზე მძიმედ აისახება," - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება