„ევროპულ - დემოკრატიული ერთობა“ და საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი GSAC თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

„ევროპულ - დემოკრატიული ერთობა“ და საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი GSAC თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ევროპელი დემოკრატები“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის GSAC -ის და ახალგაზრდული ჯგუფების წარმომადგენლებთან პოლიტიკური გაერთიანება „ევროპელ დემოკრატების“ და „ევროპულ -დემოკრატიული ერთობის“ ლიდერების შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე განიხილეს შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და საზოგადოებრივი ჯგუფების ერთობის აუცილებლობა. შეხვედრაზე შედგა „ევროპულ -დემოკრატიული ერთობის“ პლატფორმის პრინციპების გაზიარება და შეთანხმება სამომავლო თანამშრომლობასა და კოორდინაციაზე.

„შექმნილ რთულ პოლიტიკურ კრიზისში ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური ძალების, საზოგადოებრივი ჯგუფების და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობა და კოორდინირებული მოქმედებები მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნების წინ, რათა ყველამ ერთად დავიცვათ ქვეყნის ევროპული მომავალი. პარტია „ევროპელი დემოკრატები“ მზად ვართ დავუთმოთ ჩვენი საარჩევნო პლატფორმა ყველა ევროპულ ძალას და არასამთავრობო ორგანიზაციას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია კონსტიტუციის 78 - ე მუხლის დაცვა და ქვეყნის ევროინტეგრაცია. ამ მიზნით ჩვენი პარტიის პლატფორმაზე, საარჩევნო ნომრით 6, დავაფუძნეთ „ევროპულ -დემოკრატიული ერთობა“, სადაც უკვე გაერთიანდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოებრივი ჯგუფები, გრძელდება კონსულტაციები ოპოზიციური პოლიტიკური ძალების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან”, - აცხადებს პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე, „ევროპულ -დემოკრატიული ერთობის“ ლიდერი, პაატა დავითაია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება