ვოლოდიმირ ზელენსკი - აბსოლუტურად ალოგიკურია, გქონდეს დასავლური იარაღი, ხედავდე მკვლელებს, ტერორისტებს, მაგრამ ვერ სწვდებოდე - ზოგჯერ ისინი იცინიან ამ სიტუაციაზე - გვერწმუნეთ, უნდა ვუპასუხოთ!

აშშ-ის ორჭოფობა იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინას დასავლური წარმოების იარაღის რუსეთში სამიზნეების წინააღმდეგ გამოყენების ნებართვა მისცენ, უკრაინას ადამიანების სიცოცხლის ფასად უჯდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა.

მან აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდა, დაძლიოს მრავალწლიანი წუხილი მოსკოვთან შესაძლო ბირთვულ ესკალაციასთან დაკავშირებით.

„შეერთებულ შტატებს მეტად უნდა სჯეროდეს ჩვენი“, - განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ აშშ-სგან მწვანე შუქის გარეშე სხვა მოკავშირეებმაც, შესაძლოა, უკრაინას არ მისცენ უფლება მათ მიერ მიწოდებული შორ მანძილზე მოქმედი იარაღი გამოიყენოს.

„გვერწმუნეთ, უნდა ვუპასუხოთ. ძალის გარდა არაფერი ესმით. ჩვენ არ ვართ პირველი და არც უკანასკნელი სამიზნე. ვფიქრობ, აბსოლუტურად ალოგიკურია, გქონდეს [დასავლური] იარაღი და ხედავდე მკვლელებს, ტერორისტებს, რომლებიც გვხოცავენ რუსეთის მხრიდან. ვფიქრობ, ზოგჯერ ისინი უბრალოდ იცინიან ამ სიტუაციაზე. ეს ჰგავს სანადიროდ წასვლას. ხალხზე ნადირობას. მათ ესმით, რომ ჩვენ მათ ვხედავთ, მაგრამ ვერ ვწვდებით“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს