ზურაბ ჭიაბერაშვილი - ეუთო/ოდირის დასკვნამ აჩვენა, რომ რუსული კანონი საქართველოს ევროპული მომავლისათვის გზის ჩახერგვაა - ივანიშვილის რუსული რეჟიმი უნდა დასრულდეს, რათა ქვეყანამ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობისაკენ გზა გააგრძელოს

ეუთო/ოდირის დასკვნამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ რუსული კანონი საქართველოს ევროპული მომავლისათვის გზის ჩახერგვაა. ამიტომ, ცხადზე უცხადესია, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმი უნდა დასრულდეს, რათა საქართველომ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობისაკენ გზა გააგრძელოს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ახლა მთავარი აქცენტი „ივანიშვილის რეჟიმის დასრულებაზე უნდა გაკეთდეს“.

„ეუთო/ოდირის დასკვნამ რუსულ კანონზე კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ არანაირი არგუმენტი არ არსებობს, თუ რატომ უნდა იყოს ეს კანონი საქართველოში შემოღებული და რომ ეს არის საქართველოს ევროპული მომავლისათვის გზის ჩახერგვა. ამიტომ ცხადზე უცხადესია, რომ დღეს, როცა სამწუხაროდ რუსულმა რეჟიმმა ეს რუსული კანონი მიიღო, მთავარი აქცენტი იმაზე უნდა გაკეთდეს, რომ საქართველოში ივანიშვილის რუსული რეჟიმი უნდა დასრულდეს. ეს არის ერთადერთი საშუალება, რომ საქართველომ გააგრძელოს გზა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობისკენ, ეს არის ერთადერთი გზა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა იცხოვრონ დაცულ და მაღალი კეთილდღეობის საზოგადოებაში“,- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის