გიორგი ბარამიძე - თუ საქართველოს ხელისუფლებას ოდნავ მაინც შერჩენია გონიერება, კანონი უნდა გააუქმოს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, „რუსულ კანონთან დაკავშირებით“ ეუთო/ოდირის დასკვნა მეტყველებს იმაზე, რომ აღნიშნული კანონი ევროპულ სტანდარტებსა და ადამიანის უფლებებთან მიმართებაში მიუღებელია.

ბარამიძის თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლებას ოდნავ მაინც შერჩენია გონიერება, ეს კანონი უნდა გააუქმოს.

„ეუთო/ოდირის დასკვნა, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაცია, ევროპაში მუშაობს უსაფრთხოებასა და მშვიდობაზე, ასევე საქართველოში არის დემოკრატიული პრინციპების ყველაზე მთავარი დამკვირვებელი, მათ შორის არჩევნების, მეტყველებს იმაზე, რომ ეს არის მიუღებელი კანონი. მიუღებელი კანონია ევროპულ სტანდარტებთან, ადამიანის უფლებებთან. კონკრეტულად არის მითითებული, რა არის მიუღებელი, როდესაც ხშირად საუბრობენ ბატონი კობახიძე და ივანიშვილის ბანდის სხვა წარმომადგენლები, რომ კონკრეტულად, რა არ მოსწონთ [კანონში პარტნიორებს], კონკრეტულად, როგორც ვენეციის კომისიამ, ისე ეუთო/ოდირმაც მიუთითა, რა არის მიუღებელი ევროპულ სტანდარტებთან და რა არ არის მსგავსი ამერიკულ, თუ სხვა კანონმდებლობასთან და რომ ეს კანონი უნდა გაუქმდეს. აქედან გამომდინარე, თუ საქართველოს ხელისუფლებას ოდნავ მაინც შერჩენია გონიერება, იმ დროს, როდესაც ამბობს, რომ მათ გულწრფელად უნდათ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება, ეს კანონი რაც შეიძლება სწრაფად, როგორც ხელის გადაგრეხით და ხალხის უგულებელყოფით მიიღეს, თვითონვე გააუქმონ“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება