ომბუდსმენის აპარატმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებების, მათი საუკეთესო ინტერესების, ბავშვთა მონაწილეობის უფლებისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ ღონისძიება გამართა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატმა, USAID-PDO პარტნიორობის პროგრამის მხარდაჭერით, ბავშვების მონაწილეობით, გამართა ღონისძიება ბავშვის უფლებების, მათი საუკეთესო ინტერესების, ბავშვთა მონაწილეობის უფლებისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ღონისძიების მთავარი მიზანი იყო ბავშვის უფლებების სხვადასხვა საკითხზე თავად ბავშვების მოსაზრებების მოსმენა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი მონაწილეობის წახალისება.

„ღონისძიების ფარგლებში ბავშვებმა სხვადასხვა თემატურ ჯგუფებში, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან ერთად იმუშავეს ისეთ თემებზე, როგორიცაა ბავშვის ძირითადი უფლებები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის უფლებები, გენდერული თანასწორობის საკითხები, თანასწორობის ძირითადი პრინციპები, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება და ბავშვზე მორგებული მიდგომა, ბავშვის ინფორმირებულობის მნიშვნელობა და ამ პროცესში ბავშვების მონაწილეობის, აზრის მოსმენისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხები.

ღონისძიების ფარგლებში ბავშვებმა წარმოადგინეს მოსაზრებები და შეიმუშავეს რეკომენდაციები, თუ რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში თითოეული თემატური მიმართულებით მათი უფლებების უკეთ დასაცავად, რაც, შემდგომ, პრეზენტაციის ფორმით გაუზიარეს ღონისძიებაში მონაწილე თანატოლებსა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს.

ღონისძიების დასასრულს ბავშვებს გადაეცათ სახალხო დამცველის აპარატისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ შემუშავებული ბავშვზე მორგებული ბროშურები.

საქართველოს სახალხო დამცველი მადლობას უხდის ბავშვებს ღონისძიებაში აქტიური ჩართულობისთვის და აღნიშნავს, რომ თითოეული ბავშვის მოსაზრების მოსმენა და გათვალისწინება უმნიშვნელოვანესია მათი უფლებების სრულფასოვანი რეალიზებისთვის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება