ბათუმის მერი - ოპოზიციის დღის წესრიგი არის დესტრუქცია, რათა საკრებულოში მნიშვნელოვანი მოვლენები გადაიფაროს

ოპოზიციის დღის წესრიგი არის დესტრუქცია, რათა საკრებულოში მნიშვნელოვანი მოვლენები გადაიფაროს, - ეს განცხადება ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

არჩილ ჩიქოვანი, ბათუმის საკრებულოში მმართველ გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, საკრებულოს ოპოზიციის ქცევა ბათუმელებისთვის კარგად ნაცნობია.

„ოპოზიციის ქცევა ჩვენი ქალაქელებისთვის ახალი არ არის, საკრებულოს არ გაჰკვირვებია, მათი ეს ქცევა. მათი დღის წესრიგი ტრადიციულად არის დესტრუქცია, გადაფარონ მნიშვნელოვანი მოვლენები, რაც საკრებულოში ხდება. ბუნებრივია, “ქართული ოცნების” გუნდი არ ვაპირებთ, ავყვეთ მათ ნარატივში. ბუნებრივია, განვაგრძობთ 24 საათის განმავლობაში ჩვენი თანაქალაქელების, ამომრჩევლების მთავარ დაკვეთას, ვემსახუროთ ქალაქს, რათა ბათუმი უფრო უსაფრთხო და მიმზიდველი გახდეს“, - აცხადებს არჩილ ჩიქოვანი

შეგახსენებთ, რომ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წევრები დაუპირისპირდნენ.

მხარეებს შორის შელაპარაკება ფარული სატელეფონო ზარების საკითხმა გამოიწვია. კერძოდ, ოპოზიციის წევრები აცხადებდნენ, რომ მმართველი გუნდის დავალებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მოწინააღმდეგეებს, ბავშვებს და სტუდენტებს ტელეფონით ურეკავენ და აშანტაჟებენ.

აღნიშნულ განცხადებას შელაპარაკება მოჰყვა, იყო ფიზიკური დაპირისპირების მცდელობა, რაც თავად საკრებულოს წევრებმა განმუხტეს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება