ზურაბ ჭიაბერაშვილი - უკრაინასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადება კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს თუ ვის მხარეზეა საქართველოში რუსული რეჟიმი - ჩვენი ეროვნული ინტერესია, ომში უკრაინამ გაიმარჯვოს

უკრაინასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადება კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს თუ ვის მხარესაა საქართველოში რუსული რეჟიმი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რითაც უკრაინის საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისო წესრიგზე დგას, რასაც უკრაინაში ახლა პუტინი უთხრის ძირს.

„უკრაინასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადება კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს თუ ვის მხარეზეა საქართველოში რუსული რეჟიმი. საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დგას საერთაშორისო წესრიგზე, რასაც უკრაინაში ახლა პუტინი ძირს უთხრის. აქედან გამომდინარე, ჩვენი ეროვნული ინტერესია შენარჩუნდეს საერთაშორისო წესრიგი, უკრაინამ შეინარჩუნოს ტერიტორიული მთლიანობა, გაიმარჯვოს ამ ომში, რაც ერთ-ერთი გარანტორი და წინაპირობაა სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც, რომ საქართველომ მშვიდობიანი გზით აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა და შეინარჩუნოს სუვერენიტეტი“,- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ უკრაინის საგარეო უწყებამ გაავრცელა განცხადება, სადაც გმობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის „მორიგ არამეგობრულ განცხადებებს და უკრაინაში მიმდინარე მოვლენების მიმართ მის დამახინჯებულ შეფასებებს“.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!