გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, ტრაბზონში, თევზების გენეტიკის მიმართულებით გამართულ ტრენინგს დაესწრნენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, ტრაბზონში, თევზების გენეტიკის მიმართულებით გამართულ ტრენინგს დაესწრნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ტრენინგი თევზების გენეტიკის მიმართულებით მეთევზეობის კვლევით ინსტიტუტში (SUMAE), ცენტრალური აზიისა და კავკასიის მეთევზეობისა და აკვაკულტურის რეგიონული კომისიის (CACFish) მხარდაჭერით ჩატარდა.

„სწავლებაში მონაწილეობა გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის სპეციალისტებმა მიიღეს.

სასწავლო კურსი მოიცავდა მოლეკულურ-გენეტიკური კვლევებისთვის ნიმუშების აღების, შენახვისა და დამუშავების მეთოდების შესწავლას, ნიმუშების ქსოვილებიდან დნმ-ის გამოყოფასა და PCR მეთოდის საშუალებით სახეობათა იდენტიფიკაციას. გენეტიკური მეთოდების გამოყენება წყლის ბიოლოგიური რესურსების იდენტიფიკაციის მიზნით, ბიომრავალფეროვნების შესწავლის მიმართულებაში ინოვაციურ მიდგომას წარმოადგენს და გამოიყენება აკვაკულტურასა და თევზების აღწარმოებაში.

მსგავსი ტიპის სასწავლო პროგრამებში მონაწილეობა ხელს უწყობს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების პროფესიულ განვითარებას, გამოცდილების გაზიარებას და დარგში ახალი ინოვაციური მეთოდების დანერგვას.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში აკვაკულტურის განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს. ამ მიმართულებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა, რის შედეგადაც 2024 წლის 2 აპრილს ევროკავშირმა ოფიციალურად აღიარა საქართველოს შესაბამისი ორგანოების მიერ გაცემული თევზჭერის სერტიფიკატები. ამ აღიარებას არსებითი მნიშვნელობა აქვს ქართველი მეწარმეებისთვის, ვინაიდან შესაძლებელი გახდა საქართველოდან შავი ზღვის თევზისა და თევზჭერის პროდუქტების ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტი, რაც, თავის მხრივ, საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს